ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპულ ორ ქართველ მებრძოლს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ
FaceBook
გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრებს უკრაინიდან საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.

ირპენთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს ჯერ პოლონეთში, პოლონეთიდან კი სამშობლოში გადმოასვენებენ.

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 17 მარტს, ირპენის მისადგომებთან რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპნენ. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უკვე სამი ქართველი მოკლეს. 19 მარტს, აგრესორი რუსეთის ჯართან ბრძოლაში გარდაიცვალა კიდევ ერთი ქართველი ბახვა ჩიქობავა.

უკრაინაში 26 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

უკრაინაში საბრძოლველად არაერთი ქართველი გაემგზავრა. მოხალისეები რუსეთის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე იბრძვიან. პარალელურად, უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, არაერთი ქართველი ჩავიდა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, სადაც რუსეთის აგრესიას გამოქცეულ უკრაინელებს საკვებით ეხმარებიან და საზღვრამდე ტრანსპორტირებას სთავაზობენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
10:30 / 22.01.2026
"გრიპთან მიმართებით, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ყველა მაჩვენებელი ნორმაშია",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს
თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და
მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის
ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
21:57 / 21.01.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლის, თავდაცვის სამინისტროს ქვეითი ბრიგადის სერჟანტის და მათი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.