ახალი ამბები
ვის იცავს გოგონა უკრაინის დროშით - გრაფიტი ჩეხეთში
FaceBook
ჩეხეთში, ერთ-ერთი ქუჩის კედელზე, უკრაინაში ომის თემაზე ახალი გრაფიტი გაჩნდა.

მისი ავტორია ჩეხი სტრიტარტისტი ChemiS.

გრაფიტზე გამოსახულია ახალგაზრდა გოგონა, რომელიც გარშემორტყმულია პოპულარული ბავშვთა სათამაშოებით მთელი მსოფლიოდან. მათ შორისაა ჩეხეთის რესპუბლიკაში ბავშვების საყვარელი სათამაშო პატარა მოლი (კრტეკი), გერმანელი - ფუტკარი მაია, ფინელი - მუმინი, პოლონელი - ბოლეკი და ლოლეკი, ფრანგი- ობელიქსი და ამერიკელი - მიკი მაუსი. მხატვარი ამით მიანიშნებს, რომ უკრაინა საკუთარი მოქალაქეებისა და მათ შორის ბავშვების სიცოცხლის ფასად, მთელ მსოფლიოს იცავს.

"უკრაინა ახლა იბრძვის როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი მომავლისა და თავისუფლების დასაცავად. როგორც ორი შვილის მამას, ვერ წარმომიდგენია ის უმწეობა, ტკივილი და შიში, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები განიცდიან უკრაინაში", - წერს ChemiS ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.



რუსეთის ომს 112 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი
ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.
15:45 / 06.07.2026

მეშვიდე კლასიდან მოსწავლეები ქიმიის საგანსაც შეისწავლიან — ასეთი ცვლილება იგეგმება 2026–2027 სასწავლო წლის საგნობრივ გეგმაში.

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის
ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.
09:20 / 05.07.2026
ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხატვრო სკოლის ამორტიზებულ შენობაში ამ დრომდე 10 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.