ახალი ამბები
უკრაინაში ომის დაწყებიდან 489 სასწავლო დაწესებულება დაბომბეს
FaceBook
უკრაინის უმაღლესი რადას განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის ინფორმაციით, რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში სულ 489 სასწავლო დაწესებულებაზე მიიტანა.

აქედან 69 მთლიანად განადგურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაზიანდა 25 სასწავლო დაწესებულება, მათგან 5 განადგურდა.

"ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს ჩვენი გამარჯვების შემდეგ, მაგრამ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. განათლების ამ გენოციდზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ფაშისტურ რუსეთს",
- განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადას განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების კომიტეტის თავმჯდომარემ სერხი ბაბაკმა.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში ომს განსაკუთრებული სისასტიკით აწარმოებენ. ისინი ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას, თავშესაფრებს, სამედიცინო დაწესებულებს, სკოლებსა და ბაღებს. ცეცხლს უხსნიან პურის რიგში მდგომ ადამიანებს, ესვრიან მოქალაქეებს ქუჩებში. რუსეთის ომს 112 უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია 3000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე. ლტოლვილად იქცა 3 მილიონამდე უკრაინელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.