ახალი ამბები
რა ხდება უკრაინაში ომის 24-ე დღეს
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცემებით, უკრაინელების წინააღმდეგობა არ შესუსტებულა და ისინი განაგრძობენ დაკავებული ადგილების გამაგრებას.


უკრაინის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს 12 საჰაერო სამიზნე, 2 თვითმფრინავი, 3 ვერტმფრენი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი და 4 საკრუიზო რაკეტა.

დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ტექნიკის რამდენიმე რიგი მიკოლაევისა და სუმის რაიონებში. მტრის დანაკარგები ჯერ კიდევ ზუსტდება. უკრაინული მხარის ცნობით, შეტაკებების დროს დაიღუპა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-8 გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი მორდვიჩევი.

უკრაინის ტერიტორიიდან აგრძელებენ დაღუპული და დაჭრილი რუსი სამხედროების გამოყვანას. ქალაქ გომელში, ყველა სამედიცინო დაწესებულება ჩართულია დაჭრილი დამპყრობლების მიღებასა და მკურნალობაში.

დანაკარგები აქვს უკრაინულ მხარეს. რუსულმა ავიაციამ მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელა.

სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ნიკოლაევის სამხედრო ბაზაზე. არსებული ინფორმაციით, დაშავებული და დაღუპულია ათობით უკრაინელი ჯარისკაცი.

რუსები აგრძელებენ ქალაქების, დასახლებული ადგილების და მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას.

რუსეთ-უკრაინის ომი 24 დღეა მიმდინარეობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.