ახალი ამბები
"შტატებმა და ჩინეთმა უნდა აიღონ საერთაშორისო პასუხისმგებლობა" - სი ძინპინი
FaceBook
ჩინეთსა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის საუბარი შედგა. ჯო ბაიდენმა და სი პინძინმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოს ახალ გამოწვევებზე ისაუბრეს.

საუბრის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მშვიდობა და უსაფრთხოება არის ყველაზე ძვირფასი საგანძური და რომ ჩინეთმა და ამერიკამ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა გლობალურ უსაფრთხოებაზე.

"უკრაინაში დაპირისპირება და ომი არც ერთი ადამიანისთვის არ არის მომგებიანი. მშვიდობა და უსაფრთხოება საერთაშორისო თანამეგობრობის ყველაზე ძვირფასი საგანძურია. შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა არა მხოლოდ უნდა განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები, არამედ აიღონ საერთაშორისო პასუხისმგებლობა"
, - განაცხადა სი პინძინმა.

უკრაინაში 24 დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც წინ უძღოდა უკრაინის ოლქების - ლუგანსკისა და დეონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება. ომიდან რამდენიმე დღეში ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს. სანქცირებული არიან რუსი ოლიგარქები და მაღალჩინოსნები, მათ შორის არიან ვლადიმერ პუტინი და სერგეი ლავროვი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.