ახალი ამბები
"ზელენსკი მზადაა შეხვდეს პუტინს''- დმიტრო კულება
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდეს.


"პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ამ შეხვედრისთვის. მისი პოზიცია მკაფიოა, ყველა საკითხზეა ჩამოყალიბებული და უკრაინა მზად არის ამ საუბრისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრის ადგილზე სხვადასხვა ქვეყნებს შორის ,,შეჯიბრი '' უკვე დაიწყო.

"შემიძლია ვთქვა, რომ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის უფლებისთვის კონკურენცია უფრო დიდია, ვიდრე ოლიმპიური თამაშებისთვის" - ამბობს კულება.

მინისტრი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს, მთელი რიგი საკითხებია, რომლებსაც დეტალურად განხილვა სჭირდება და დამოუკიდებლად მათი გადაწყვეტა ვერ ხერხდება. უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკებები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #კულება
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის
11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე
სამ პირს ბრალი წაუყენა.
14:25 / 09.08.2026

საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.