ახალი ამბები
„საქართველოს პრემიერმა დამარწმუნა, რომ ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდაჭერისთვის“
FaceBook
"რუსული აგრესია არის აგრესია ევროპის საერთო ღირებულებების წინააღმდეგ", - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ ბათუმში, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

პოლონეთის პრემიერმა რამდენჯერმე აღნიშნა და ხაზი გაუსვა იმ მხარდაჭერის აუცილებლობასა და ვალდებულებას, რომელიც საქართველოსა და პოლონეთს აკისრიათ უკრაინის მიმართ.

"საქართველოს მიწიდან მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ორივე ერი ვაფასებთ, იყოს გამოხატული უკრაინისადმი მხარდაჭერით".

პოლონეთის პრემიერი დასავლეთის მხრიდან რუსეთისადმი დანიშნული სანქციების თემასაც შეეხო და ამ საკითხზე საქართველოს პოზიციაზეც მიუთითა.

"არის ხმები, რომ საქართველო ბოლომდე არ არის ჩართულ ამ სანქციებში, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია უკრაინაში, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას", - აღნიშნა მორავიეცკიმ.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა სანქციების საკითხზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ 2008 წლის ომის გამო რუსეთს არანაირი სანქცია არ მიუღია დასავლეთისგან.

"აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთის მიმართ არავითარი სანქცია არ იქნა დაწესებული მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან. მინდა გავიხსენო პრეზიდენტი კაჩინსკი, მაშინ იგი ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლურ ლიდერებს მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქციები. მაშინდელმა ქართულმა ხელისუფლებამაც არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა... კარგად ვაცნობიერებთ რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს უკრაინაში", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პოლონეთის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მატეუშ მორავიეცკის ირაკლი ღარიბაშვილთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელებაში საქართველოს ჩართულობაზე უნდა ესაუბრა. ასევე, პრემიერებს უნდა განეხილათ ეკონომიკური სანქციების გავლენა იმ ქვეყნებზე, რომლებიც გმობენ რუსეთის აგრესიას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.