ახალი ამბები
მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარება სავალდებულო ხდება
FaceBook
მართვის მოწმობის რეალურ პირობებში ჩაბარება მსუბუქი ავტომობილებისთვის სავალდებულო 25 აპრილიდან გახდება, სხვა კატეგორიის გამოსაცდელებს კი პრაქტიკული გამოცდის ქალაქში გავლა 7 ნოემბრიდან მოუწევთ.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა ავტომანქანის სახელმწიფო ნომრის შეცვლის გამარტივებულ მეთოდზე და თქვა, რომ ეს ამიერიდან მობილური აპლიკაციითაც იქნება შესაძლებელი.

"მინისტრის საათის" ფორმატში პარლამენტში გამოსვლის დროს, მინისტრმა ასევე ისაუბრა სახელმწიფო საზღვრის დაცულობასთან დაკავშირებით და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე. გომელაურმა თქვა, რომ საზღვარზე კონტროლი გამკაცრებულია და ყველაფერი კეთდება ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.