ახალი ამბები
დამპყრობლებს დიდი პრობლემები აქვთ - უკრაინის გენშტაბი
FaceBook
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის 22-ე დღეს, თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ პოზიციებს და მნიშვნელოვან დარტყმებს აყენებენ ოკუპანტის ჯარებს.

"წინა დღეებში უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს რუსეთის შეიარაღებული ძალების 35-ე სამხედრო ოლქის სამეთაურო პუნქტი და ნაწილები, მოწინააღმდეგის დანაკარგები ზუსტდება. გარდა ამისა, წინა დღის განმავლობაში, საჰაერო ძალების საზენიტო რაკეტების ოსტატობის და უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საჰაერო თავდაცვის წყალობით, გაანადგურეს მტრის ათი საჰაერო სამიზნე: ორი Su-34 გამანადგურებელი-ბომბდამშენი, სამი სუ. -34SM მებრძოლები, სამი ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი. საოკუპაციო ძალები დანაკარგებს განაგრძობენ. დამპყრობლებს დიდი პრობლემები აქვთ საბრძოლო ნაწილებისა და დამხმარე ნაწილების პერსონალთან დაკავშირებით", - წერია გენშტაბის განცხადებაში.


შტაბის ინფორმაციით, რუსულ ჯარებს დიდი პრობლემები აქვთ საბრძოლო და დამხმარე ქვედანაყოფების დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც.

"მოწინააღმდეგის პერსონალი დემორალიზებულია, რამაც გამოიწვია დეზერტირების და ბრძოლაზე უარის თქმის შემთხვევები"

უწყების ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ მზაკვრულ მოქმედებას საინფორმაციო სივრცეში და ახორციელებენ კიბერშეტევებს, ფიზიკურად ანადგურებენ სატელევიზიო და რადიო სიგნალებს.

უკრაინაში 22 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

22 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 14 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ნატო კი ისევ უარს ამბობს უკრაინის ცის დაცვაზე, რადგან ალიანსი რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვას ერიდება.

16 მარტს, ვოლოდიმირ ზელენსკი, კონგრესისთვის მიმართვის დროს, ახალი ალიანსის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მან თქვა, რომ საჭიროა ახალი კავშირი, პასუხისმგებლიანი ერებისგან შემდგარი გაერთიანება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შეჩერდეს ომი უკრაინაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.