ახალი ამბები
საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა
FaceBook
216 მომხრე - არც ერთი წინააღმდეგი - ასე დასრულდა რუსეთის 26 წლიანი ისტორია ევროპის საბჭოში.

"ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიის განმავლობაში" - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვას.

გადაწყვეტილებას მხარი საბჭოს ყველა წევრმა ერთხმად, დაუჭირა.

"ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 25-წლიანი წევრობის შემდეგ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება გვიწევს, მაგრამ მოხარული ვარ, რომ გავბედეთ პირველად ისტორიის განმავლობაში. ჩვენს წევრ სახელმწიფოზე, უკრაინაზე სასტიკი აგრესია მიუღებელია. დაასრულეთ ომი ახლავე" - დაწერა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ტინი კოქსმა თვითერზე.

გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი თავად ტოვებდა ევროსაბჭოს.

რუსეთის მიერ ევროსაბჭოს დატოვება ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია უგულებელყოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არსებობა.

ევროსაბჭოს დატოვებამდე რუსეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტს 12 მაღლჩინოსანთან ერთად.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ევროსაბჭო
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.