ახალი ამბები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის დაზვერვაში მომუშავე პირები დააკავა
FaceBook
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 60 პირი დააკავეს, რომლებიც ოკუპანტების დაზვერვაში მუშაობდნენ.

უწყების სპიკერის არტემ დეხტიანენკოს ინფორმაციით, სპეცოპერაციები ერთდროულად რამდენიმე რეგიონში ჩატარდა.

,,სპეცოპერაცია ჩატარდა ჩერკასის ოლქში, აქ დაკავებულმა გაავრცელა ფოტოები და ვიდეოები შეიარაღებული სამხედრო ძალების ადგილსამყოფლის შესახებ, კიროვოგრადს რაიონში დავაკავეთ ადამიანი, ვინც მუშაობდა რუსულ საინფორმაციო სფეროში უკრაინის ტერიტორიიდან, მან გამოაქვეყნა ანტიუკრაინული პოზიცია ფორუმებზე და გამოიჩინა უპატივცემულობა ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიმართ. ტანსკარპატების რაიონში დავაკავეთ ადამიანი, ვინც წვევამდელების საზღვარგარეთ გადაყვანის არხი მოაწყო'',
- ამბობს დეხტიანენკო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ახალი კანონით, ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობა 15 წლიანი პატიმრობით დაისჯება. უკრაინის ხელისუფლება დახურავს ამ კანონდარღვევაში მხილებულ პირებთან დაკავშირებულ პარტიებსა და ორგანიზაციებს.

უკრაინაში ოცი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

20 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.