ახალი ამბები
,,რუსეთმა უკრაინაში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში'' - ზელენსკი
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსული არმია უკრაინაში კვლავ დიდ დანაკარგებს განიცდის.


მორიგ ვიდეომიმართვაში მან რუსეთის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები ჩეჩნეთის ომებს შეადარა, სადაც მისი თქმით, რუსეთმა უფრო ნაკლები ზარალი განიცადა.

,,ჩვენი მამაცი დამცველები აგრძელებენ რუსებისთვის დამანგრეველი ზარალის მიყენებას, მალე ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენების რაოდენობა ასობით ერთეულს მიაღწევს. მათ უკვე დაკარგეს 80 თვითმფრინავი, ასობით ტანკი, ათასობით სხვა ტექნიკა. 19 დღეში რუსულმა არმიამ უფრო მეტი ადამიანი დაკარგა უკრაინაში, ვიდრე ჩეჩნეთში ორ სისხლიან და მრავალწლიან ომში''
, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის ინფორმაციით, ოკუპანტების არმიის ჯარისკაცები, ძირითადად, განლაგებულნი არიან დონბასის, ნიკოლაევისა და მარიუპოლის მიმართულებით. უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს მტრის ოთხი ვერტმფრენის, ერთი თვითმფრინავისა და საკრუიზო რაკეტის განადგურება. პრეზიდენტის თქმით, რუსული არმია კვლავ ცდილობს მარიუპოლის აღებას, თუმცა, უკრაინულმა არმიამ მათი იერიშები წარმატებით მოიგერია.

უკრაინაში ოცი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

20 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.





Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ზელენსკი
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.