ახალი ამბები
"ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში ერთხელაც არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო?"
FaceBook
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოების საბჭოს სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას ითხოვს.


პრეზიდენტმა ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვინმე დაიჯერებს, რომ ასეთ მძიმე და საყურადღებო ვითარებაში, არც ერთხელ არ შეკრებილა უსაფრთხოების საბჭო, არც ერთხელ არ ყოფილა ერთობლივად განხილული სამხედრო საფრთხეები უმაღლესი მთავარსარდლის დასწრებით. სასწრაფოდ გამოსასწორებელია ეს მანკიერი ფორმები. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე",
- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა. იგი საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ანდრეი კასიანოვთან ერთად მივიდა.

საპარლამენტო ტრიბუნიდან იგი საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის საკითხს შეეხო და თქვა, რომ ის არ დაუშვებს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის უთანხმოებას, რის შემდეგაც, მან უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა დააბრუნოს ელჩი საქართველოში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.