ახალი ამბები
"რუსეთი აკრძალულ ფოსფორის ნაღმებს იყენებს" - უკრაინის სახალხო დამცველი
FaceBook
უკრაინული მხარე, რუსეთის მიერ აკრძალულ ფოსფორის ნაღმების გამოყენებაზე საუბრობს.

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას თქმით, ლუგანსკის რეგიონში, ქალაქ პოპასნაში ფოსფორიანი საბრძოლო მასალის ჭურვები ამოიღეს, რომელთა ტემპერატურა 800 °ჩ-ს აღემატება და რამდენიმე ასეულ კვადრატულ მეტრზე ვრცელდება .

,,ამ საბრძოლო მასალით დაჭრამ შეიძლება გამოიწვიოს განსაკუთრებით მძიმე და მტკივნეული ტრავმები ან ნელი და მტკივნეული სიკვდილი. ჭრილობების დასამუშავებლად საჭიროა სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალი, რომელიც, ასევე შეიძლება დაშავდეს ტრავმების დამუშავებისას''
,- აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის თქმით, ამ იარაღის გამოყენება მშვიდობიან მოქალაქეებზე დაუშვებელია. მისი აზრით, გაეროს წევრმა ქვეყნებმა უნდა შექმნან სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც შეისწავლის ოკუპანტი ქვეყნის ქმედებებს უკრაინაში.

"რუსული ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელობისა და მისი რასისტული არმიის არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს დაუსჯელი" – აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.


უკრაინაში ცხრამეტი დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. ვლადიმერ პუტინის მიერ ომის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

19 დღიანი ბრძოლის შედეგად, უკრაინული მხარის ცნობით, დაღუპულია 13 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და განადგურებულია ხუთ მილიარდზე მეტი ღირებულების რუსეთის სამხედრო ტექნიკა. მძიმე დანაკარგების მიუხედავად, რუსული ავიაცია აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება გარდაცვლილი სამოქალაქო პირების შესახებ. გაეროს ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულია უკრაინის 500-ზე მეტი მოქალაქე, ოფიციალური უკრაინის ცნობით კი გარდაცვლილა რიცხვი გაცილებით მეტია.

უკრაინისთვის ახლა მთავარ პრობლემას წარმოადგენს რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშები, რის გამოც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის ქვეყნებს საჰაერო სივრცის დაცვას სთხოვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.