ახალი ამბები
"გაიტაცეს კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქის მერი"
FaceBook
უკრაინული მედიის  ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა  კიდევ ერთი ოკუპირებული უკრაინული ქალაქის, დნეპრორუდნის მერი გაიტაცეს.
Unian-ის ინფორმაციით, ევგენი მატვეევის გატაცების შესახებ ზაპროჟიის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გაავრცელა.

"სამხედრო დანაშაულები სისტემური ხდება. დნიპრაუდნოგოს მერი მავეევი ევგენი სერგეიოვიჩი გაპარულია", - წერს ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ სტარუხი.

უკრაინული მხარის განცხადებით, ასევე გატაცებულია მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი. ამ დრომდე მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერია ცნობილი.

12 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა , რომ ფედოროვი წამების ქვეშაა. ზელენსკის თქმით, რუსები მისგან ვიდეომიმართვის ჩაწერას ითხოვენ, სადაც ოკუპანტებს გამოუცხადებს მხარდაჭერას. მერის გათავისუფლების მოთხოვნით მელიტოპოლის მოსახლეობა ქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავს.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
11:19 / 16.10.2025

ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და  მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
10:50 / 16.10.2025
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30 ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.