ახალი ამბები
ჰელსინკის კომისია ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უკრაინა და საქართველო NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად დაასახელოს
FaceBook
აშშ-ს ჰელსინკის კომისია, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ უკრაინა და საქართველო, NATO-ს არაწევრ მთავარ მოკავშირეებად (MNNA) დაასახელოს.
ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ი ავრცელებს.

ამასთან, კომისია აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გააძლიეროს.

„იმის მიუხედავად, რომ შეერთებული შტატები მუდმივად უჭერს მხარს უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რუსეთის ოკუპაცია და მუდმივი შემოჭრა ამხელს დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული ევროატლანტიკური გაფართოების ტრაგედიას. აშშ-ს ძლიერი და აქტიური მხარდაჭერის გარეშე, პუტინი გააგრძელებს უპირატესობის გამოყენებას ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისა და მისი ნეოკოლონიალური დღის წესრიგისკენ მისწრაფებებში“, - წერს კომისია.

კომისია წერილში ასევე რეკომენდაციას აძლევს, რომ ადმინისტრაციამ განიხილოს სტატუსის გავრცელება ნატოს სხვა არაწევრებისთვის ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე: ფინეთი, მოლდოვა და შვედეთი.

ამასთან წერილის თანახმად, ქვეყნის MNNA სტატუსის მინიჭება გამოიწვევს იარაღის გადაცემის, ფინანსური დახმარებისა და ინფორმაციის გაზიარების გაადვილებას. ეს ასევე მხარდაჭერის მძლავრ სიგნალს გაუგზავნის როგორც კიევს, ასევე თბილისს. ნატოს წევრობისგან განსხვავებით, MNNA-ის სტატუსი არ შეიცავს რაიმე ორმხრივ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვალდებულებებს.

ჰელსინკის კომისია, რომელიც ოფიციალურად ცნობილია, როგორც ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, დაარსდა 1976 წელს, როგორც დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო. კომისია შედგება აშშ-ს კონგრესის 18 წევრისაგან.

წყარო: interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების
გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
დროებით შეიზღუდება.
15:10 / 29.04.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.