ახალი ამბები
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: დაჭრილი რუსი ჯარისკაცებისთვის არ ჰყოფნით სისხლის მარაგი
FaceBook
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ღამის განმავლობაში არ შეცვლილა თავდაცვის ძალების მოქმედებათა მდგომარეობა და ხასიათი.
უწყების ხელთ არსებული ცნობით, უკრაინის ტერიტორიაზე დაჭრილი რუსი სამხედროების დიდი ნაწილი ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებშია განთავსებული და კლინიკებს "არა აქვთ ქირურგიული ოპერაციებისთვის საჭირო სისხლის მარაგი“.

„ბელარუსის მოქალაქეებისთვის არსებული რეზერვის 2/3 უკვე გადაგზავნილია რუსი სამხედროებისთვის. გააქტიურებულია სისხლის ჩაბარების კამპანია საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და მოქალაქეებისთვის“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცების დანაკლისის შესავსებად რუსეთში ახალი შენაერთების ფორმირებას ცდილობენ და დაგეგმილია 1500 სამხედროს მობილიზება საზღვაო ქვეითთა მე-40 განცალკევებული ბრიგადის საწყობიდან.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. ამას წინ უძღოდა პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.

რუსეთის არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა, ორივე მხარეს, უკვე იმსხვერპლა ათასობით ადამიანის სიცოცხლე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის
სტუდენტები
18:26 / 30.04.2024
ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები "რუსული კანონის"  წინააღმდეგ, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობას მართავენ.
ყოფილი კინოთეატრის,  
14:18 / 30.04.2024
ყოფილი კინოთეატრის,  "სულიკოს" შენობის შეძენის შემდეგ, ბიზნესმენმა ვიტალი ონიანმა ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილი ტერიტორიაც იყიდა. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.