ახალი ამბები
ამერიკა რუსეთიდან არყის იმპორტსაც კრძალავს
FaceBook
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამერიკა აღარ იყიდის რუსეთისგან ზღვის პროდუქტებს, რუსულ არაყს და ბრილიანტებს. ბაიდენი ასევე აანონსებს იმ რუსი ოლიგარქების სიის გაზრდას, რომლებსაც ქონება ჩამოერთმევათ.

"ჩვენ ვმუშაობთ ისეთი საქონლის იმპორტის აკრძალვაზე, როგორიც არის მაგალითად, ზღვის პროდუქტები, არაყი და  ბრილიანტები. პუტინი არის აგრესორი და მან უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი. არ შეიძლება პუტინი აგრძელებდეს ომს, რომელიც არყევს მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. ოლიგარქების სიას დაემატა ახალი სახელები. ჩვენ მათ სუპერ იახტებს და ვილებს დავაყადაღებთ, რადგან ისინი მხარს უჭერენ პუტინს და მალავენ ფულს ჩვენ ქვეყანაში",
- განაცხადა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტმა მიმართვისას ასევე ისაუბრა უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებაზე. მან თქვა, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში ვერ ჩაერთვება, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ნიშნავს, მაგრამ მსოფლიო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს.

"ჩვენ არ ჩავერთვებით ომში რუსეთის წინააღმდეგ, კონფრონტაცია რუსეთსა და ნატოს შორის ნიშნავს მესამე ომს, მაგრამ პუტინის ომი არ დასრულდება გამარჯვებით. მას უკვე ხელი მოეცარა. მას სურდა ამერიკის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და ის დამარცხდა. ჩვენ ვანახებთ ჩვენ ძალას და უკან არ დავიხევთ", - ამ სიტყვებით დაასრულა ამერიკის პრეზიდენტმა მისი დღევანდელი მიმართვა.

გამოსვლის ბოლოს, მას შეკითხვა დაუსვეს რუსეთის მიერ ქიმური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე, რაზეც მან თქვა, რომ რუსეთი გადაიხდის მძიმე საფასურს თუ ამას გააკეთებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.