ახალი ამბები
"პროგრესს ვერ მივაღწიეთ" - დმიტრო კულება ლავროვთან შეხვედრის შემდეგ
FaceBook
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ, რუს კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის და რომ ცეცხლის 24 საათიანი შეწყვეტასთან დაკავშირებით პროგრესს ვერ მიაღწიეს, რადგან, მისი თქმით, როგორც ჩანს, ამ საკითხს ლავროვი ვერ წყვეტს.


"მე აქ მოვედი ჰუმანიტარული მიზნით, სამწუხაროდ, მინისტრი ლავროვი არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ გაეზიარებინა ჩემი წუხილი. ჩვენ, ასევე წამოვჭერით 24 საათიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, მაგრამ დიდ პროგრესს ვერ მივაღწიეთ, რადგან, როგორც ჩანს, ამ საკითხში გადაწყვეტილებებს რუსეთში სხვა პირები იღებენ", - განაცხადა კულებამ.

მისი თქმით, თუ იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პერსპექტივა, ის კვლავ შეხვდება ლავროვს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა სერგეი ლავროვმაც. მან უკრაინაში მიმდინარე ომს კრიზისი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების წარმართვა ე.წ. ბელორუსულ პლატფორმაზე სურს.

უკრაინისა და რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირები ერთმანეთს ანტალიაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით შეხვდნენ.

უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია. იბომბება ქვეყნის ათეულობით ქალაქი, იხოცება მშვიდობიანი მოსახლეობა. 9 მარტს, რუსეთის ავიაციამ ქალაქ მარიუპოლში საავადმყოფო და სამშობიარო დაბომბა, რა დროსაც სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ერთი ბავშვი. უკრაინული მხარის ცნობით, სამხედრო ოპერაციების შედეგად დაღუპულია 500-მდე სამოქალაქო პირი.

უკრაინაში შეჭრის გამო ამერიკამ და დასავლეთის სხვა ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, თუმცა, ამ დრომდე დაუცველია უკრაინის ცა. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ მოუწოდებს მსოფლიოს, დაიცვან უკრაინის ცა რუსეთის ავიაიერიშებისგან ან გადასცენ უკრაინას თვითმფრინავები, რათა მათ თავად უზრუნველყონ საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება.

კიდევ რა განცხადებები გაკეთდა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნახეთ აქ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.