ახალი ამბები
კულება-ლავროვის შეხვედრა დასრულდა
FaceBook
რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა.

საათნახევრიანი შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. დმიტრო კულებას თქმით, საუბარი, ძირითადად, შეეხო ჰუმანიტარულ საკითხებს და 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას, თუმცა, მას ლავროვისგან კონკრეტული პასუხები ამაზე არ მიუღია.

"მე ჩამოვედი ორი ამოცანით - ეს არის ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება მარიუპოლიდან, რომელიც ამჟამად ყველაზე რთული ქალაქია ამ თვალსაზრისით და მეორე - ეს გახლავთ შეთანხმება 24 საათიან მორიგებაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა გადავწყვიტოთ ყველა საჭიროება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ. მე მაქვს იმედი, რომ მინისტრი ლავროვი მოახდენს კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებიც იღებენ ამ გადაწყვეტილებას და ჰუმანიტარულ საკითხში იქნება მიღწეული შეთანხმება"
, - განაცხადა კულებამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინაში მიმდინარე  ომს კრიზისი უწოდა და თქვა, რომ უკრაინის მოქალაქეები მძევლები არიან და მათ ცოცხალ ფარად იყენებენ. რუსეთის საგარეო უწყებს პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების წარმართვა  ე.წ. ბელორუსულ პლატფორმაზე სურს.

"ჩვენ, ძირითადად, ვსაუბრობდით ჰუმანიტარულ საკითხებზე და ავუხსენით რა ზომებს იღებენ ჩვენი სამხედროები ხმელეთზე, რათა ხელი შეუწყონ სამოქალაქო პირების ბედის შემსუბუქებას, რომლებიც მეტწილად აღმოჩნდნენ მძევლებად. მათ იყენებენ როგორც ცოცხალ ფარს. ჩვენ გვინდა ბელორუსულ პლატფორმაზე მოლაპარაკების ჩატარება და არა ფორმალურად ქაღალდების მიმოცვლა", - განაცხადა ლავროვმა.

უკრაინისა და რუსეთის საგარეო უწყების პირველი პირები ერთმანეთს ანტალიაში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს შუამავლობით შეხვდნენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.