ახალი ამბები
წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $13.6 მილიარდის გამოყოფას მხარი დაუჭირა
FaceBook
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინისთვის, დახმარების სახით, $13.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას დაუჭირა მხარი.

სენატმა პარასკევამდე უნდა იმსჯელოს დაამტკიცებს თუ არა უკრაინისთვის დამატებითი თანხის მიწოდების საკითხს.


უკრაინაში მეთხუთმეტე დღეა ომია. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა. სამხედრო თავდასხმას წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის ოლქების: ლუჰანსკისა და დონეცკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

ომის დაწყების დღიდან, უკრაინის პრეზიდენტი ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას და პუტინის შეჩერებას ითხოვს. უკრაინაზე თავდასხმის გამო, ამერიკამ და ევროპის ქვეყნებმა რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესეს, რის შედეგადაც, რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. აგრესორი სახელმწიფოს ბაზარს ყოველდღიურად ტოვებენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, ტანსაცმლისა და ტექნიკის ბრენდები და ფინანსური ინსტიტუტები. რუსეთს აღარ აქვს წვდომა საერთაშორისო ბანკთაშორის სისტემა SWIFT - ზე, თითქმის 50%-ით გაუფასურდა რუსული რუბლი, რუსეთის მოქალაქეებისთვის რუსული ბანკებიდან უცხო ვალუტაში თანხის გატანაზე ლიმიტი დაწესდა. 8 მარტს, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მთავარ არტერიაზე დარტყმის შესახებ გამოაცხადა და ამერიკაში რუსული გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი აკრძალა. რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს დაწესება დააანონსეს ევროპის სახელმწიფოებმაც.

პარალელურ რეჟიმში, უკრაინას სამხედრო შეიარაღებას აწვდიან აშშ და ევროპის სახელმწიფოები, თუმცა, ზელენსკი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვას რუსული იერიშებისგან.


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #აშშ #პალატა
მსგავსი სიახლეები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის
ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების
გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
12:14 / 01.08.2025
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ასევე უცხოური ენების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს.
დღეს, 1 აგვისტოს, ქუთაისის რაიონულ სასამართლოში, ჭიათურაში
დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და
თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა
იწყება.
10:13 / 01.08.2025
დღეს, 1 აგვისტოს, ქუთაისის რაიონულ სასამართლოში, ჭიათურაში დაკავებული მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, გიორგი ნეფარიძისა და თენგიზ გველესიანის სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი განხილვა იწყება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.