ახალი ამბები
რა ხდება უკრაინაში? - ომის მეცამეტე დღე
FaceBook
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარისკაცები თავდაცვას აგრძელებენ სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში.

გენშტაბის ცნობით,  ღამის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო თავდაცვა წარმატებით იგერიებდა რუსეთის სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს. ქალაქ სუმზე და მის გარეუბანზე ოკუპანტების მიერ საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპნენ სამოქალაქო პირები, მათ შორის ბავშვები.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელებმა ხარკოვთან ოკუპანტი ქვეყნის გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი მოკლეს. 

წუხელ, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა. პრეზიდენტის თქმით, ის კიევში იმყოფება და არსად აპირებს წასვლას.

"ჩვენი ოფისი, ორშაბათი საღამო, დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი დაცვის მეთორმეტე ღამეა. ყველანი ადგილზე ვართ. ყველანი ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც საჭიროა. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთან ერთად არის. ვრჩები კიევში, არ ვიმალები და არავის მეშინია", - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

7 მარტის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანა 1,7 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. 15 000 ადამიანი  უკრაინაში დაბრუნდა, მათი უმეტესობა  მამაკაცია.

უკრაინაში მეცამეტე დღეა ომი გრძელდება. რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, გაიყვანოს ჯარები სუვერენული უკრაინის ტერიტორიიდან, ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს და ამბობს, რომ "სამხედრო ოპერაცია", როგორც ის უკრაინაზე თავდასხმას უწოდებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცივილიზებული სამყაროსგან დახმარებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს ქმედითი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და დაიცვან რუსული ავიაციის დაბომბვისგან უკრაინის ქალაქები.

გუშინ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მესამე რაუნდი გაიმართა, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ისევ ვერ მოხერხდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #უკრაინა #ომი
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.