არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აწესებს
17:20 / 07.03.2022
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს
მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს.
ინფორმაციას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს
საელჩო ავრცელებს.
"არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ მიიღო
დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს ორდინალური პასპორტის
მფლობელებისთვის ქვეყანაში შემოსვლის უვიზო რეჟიმის დაწესებასთან
დაკავშირებით. როგორც ცნობილია, აქამდე, ორ ქვეყანას შორის არსებული
შეთანხმების შესაბამისად, საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ
მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების
მფლობელები", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ
განცხადებაში.
კონკრეტული თარიღი, როდის ამოქმედდება ახალი სავიზო რეჟიმი,
მოგვიანებით დაზუსტდება.
აქამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ
მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების
მფლობელები.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები