ახალი ამბები
დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება
FaceBook
7 მარტს, ომში მყოფი უკრაინისა და აგრესორი რუსეთის დელეგაციები ერთმანეთს მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდებიან.

ამ დროისთვის უცნობია სად შედგება დიალოგის მორიგი რაუნდი. შეხვედრამდე განცხადება გააკეთა მოლაპარაკებაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენელმა დავით არახამიამ და თქვა, რომ არის საკითხები, რაზეც კომპრომისი არ იქნება და ეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება.

"პუნქტები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია, არის ყირიმი და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება, რასაც რუსეთი მოითხოვს. აქ პოლიტიკოსებში არაა საქმე, ამას უკრაინელი ხალხი არასდროს დაუშვებს.მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი, გარდა ამ ტერიტორიების აღიარებისა
", - განაცხადა დავით არახამიამ.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ეს მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდია. მეორე შეხვედრაზე დელეგაციები ე.წ. ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმდნენ, რასაც ცეცხლის დროებით შეწყვეტა უნდა მოჰყოლოდა მარიუპოლსა და ვოლნოვახში, თუმცა, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და აღნიშნული ქალაქები დაბომბა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
11:06 / 15.08.2025
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4
ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი
დასრულდა.
23:15 / 14.08.2025
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.