ახალი ამბები
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდასაჭერ ფართომასშტაბიანი აქცია იწყება
FaceBook

ამ დროისთვის ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერი ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან.


სოლიდარობის აქციაზე მოქალაქეები უკრაინის დროშებით და "დიდება უკრაინის" პლაკატებით იკრიბებიან. 

აქციის მონაწილეების თქმით,  ქუჩაში გამოსვლა და რუსული აგრესიის მკაფიო დაგმობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

დღეს, ფართომასშტაბიან აქციაზე ორგანიზატორები ადგილობრივი  და ცენტრალური მთავრობის მიმართ ოთხ,  ამ დროისთვის ძირითად, მოთხოვნას გააჟღერებენ. ესენია:

საქართველოს ხელისუფლებამ დახუროს ცა რუსული საჰაერო ტრანსპორტისთვის, რაც შეზღუდავს რუსული თვითმფრინავების გადაადგილებას სხვა ქვეყნებში; 

კომპანია "მაგთიკომმა" და "სილქნეტმა" შეზღუდონ რუსული პროპაგანდისტული არხების ტრანსლირება; 

"თავისუფლების ქარტიის" საბჭომ ჩამოხსნას ქუთაისის სკვერში, რუსეთის რევოლუციონერის ვასილ კიკვიძის ძეგლი; 

ქუთაისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააუქმოს ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯები და დაზოგილი თანხით დაეხმაროს უკრაინელ მოქალაქეებს; 

ამის გარდა, სოლიდარობის აქციაზე შეგროვდება ჰუმანიტარული დახმარებები, რომელსაც აქციის ორგანიზატორები უკრაინის საელჩოს გაუგზავნიან. 

უკრაინაში 11 დღეა ომია. ამ ხნის განმავლობაში ისევე, როგორც  საქართველოს  ქალაქებში, ქუთაისშიც  სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.