ახალი ამბები
"თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა" - ზელენსკის მიმართვა ხუთ ქალაქს
FaceBook
ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ხუთ ქალაქში, მათ შორის თბილისში შეკრებილ ადამიანებს მიმართა.

მან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და თქვა, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, დამარცხდება ევროპა, ამიტომ, მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ უკრაინის გადასარჩენად.

"მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს, რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება, თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ, ნუ იქნებით ჩუმად, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას. თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ, ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებულ, როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე, როგორც არასდროს
", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი გამოსვლის შემდეგ, თბილისში შეკრებილ მოქალაქეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ისინი საქართველოს ღირსებას წარმოადგენენ.

"მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს ღირსებას და ამისთვის დიდი მადლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მეცხრე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. იგი ბომბავს დიდ და პატარა ქალაქებს, მშვიდობიან მოსახლეობას.

რუსულმა ოკუპანტმა არმიამ ატომური ელექტროსადგურიც დაბომბა ზაპოროჟიეში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.