ახალი ამბები
,,განზრახ ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს''- ზელენსკი რუსულ საოკუპაციო ჯარზე
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქალაქ ხარკოვში რუსეთის საოკუპაციო ძალები განზრახ ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას.

ზელენსკიმ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოკუპანტები მიზანმიმართულად ანადგურებენ დასახლებულ ობიექტებს.

"რუსული ძალები დღეს სასტიკად ესროდნენ ხარკოვს რეაქტიული არტილერიიდან. ეს ერთმნიშვნელოვნად სამხედრო დანაშაულია. ესროდნენ მშვიდობიან ქალაქს, მშვიდობიან დასახლებული რაიონებს, არც ერთ სამხედრო ობიექტს. ათეულობით თვითმხილველი მოწმობს, რომ ეს არ ყოფილა ცალკეული შემთხვევითი ზალპი, არამედ, ადამიანების განზრახ განადგურება. რუსებმა იცოდნენ საით ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის ნამდვილად იქნება საერთაშორისო ტრიბუნალი. ყველა კონვენციის დარღვევა
". - განაცხადა ზელენსკიმ.

გუშინ, 28 თებერვალს, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა ბელორუსიის საზღვართან მოლაპარაკე გამართეს. მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთმა ქალაქ ხარკოვის მიმართულებით სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გახსნა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაიჭრა.

უკრაინა მეექვსე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები
და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
11:06 / 15.08.2025
15 აგვისტოდან,  უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და ყველა ბენეფიციარი სერვისს სახელმწიფოდან მიიღებს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4
ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი
დასრულდა.
23:15 / 14.08.2025
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.