პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა
FaceBook
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ინფორმაციას უკრაინული მედია პარტია ,,ხალხის მსახურის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობისთვის განცხადება შეაქვს.

"უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის ,“ - ნათქვამია შეტყობინებაში.

პარტიის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის ფოტო.

ხელმოწერას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ.

უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.