ახალი ამბები
მებრძოლ უკრაინას თანადგომა სჭირდება - სოლიდარობის აქცია ქუთაისში
FaceBook
უკრაინის მხარდაჭერი აქცია ქუთაისში დღესაც გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა მეგობარ უკრაინას სოლოდარობა გამოუცდა და მსვლელობა გამართა "დიდება უკრაინას" შეძახილებით.
აქციის მონაწილეებმა  ადგილობრივ მთავრობას მერიის ადმინისტრციულ შენობაზე დროშის გადაფენა მოსთხოვეს.  

"ჩვენ რომ ეს გავაკეთოთ ამის კომპეტენცია არ გვაქვს. თუკი მერიას ამის ფული არ აქვს დროშას ჩვენ მივცემთ," - განაცხადა აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა ზაალ კუხიანიძემ.

ეს ერთადერთი მოთხოვნა არ იყო, რომელიც აქციის მონაწილეებმა ადგილობრივი თვითმმართველობისგან მოითხოვეს. სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ განაცხადა, რომ მერიამ ახლა მაინც უნდა უზრუნველყოს კომუნისტურ იდეოლოგიასთან დაკავშირებული კიკვიძის ძეგლის აღება.

სამოქალაქო აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ გვიან ღამემდე დარჩენენ ქალაქის ცენტრში და ომში დაღუპულებს სანთლებიც აუნთეს. 



უკრაინა მეოთხე დღეა იგერიებს  რუსეთის თავდასხმებს.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.