ახალი ამბები
ქუთაისის მერია ამ დრომდე ფიქრობს რა დახმარება გაუწიოს დამეგობრებულ ქალაქებს უკრაინაში
FaceBook
ქუთაისის მერია  უკრაინაში ომიდან მეხუთე დღეს ფიქრობს, რა დახმარება გაუწიოს უკრაინაში დამეგობრებულ ქალაქებს.

ეს მაშინ,  როცა იმავე ქალაქების ხელმძღვანელები 2008 წლის აგვისტოს ომის პირველივე დღეებში მზად იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში, ქუთაისიდან ევაკუირებული მოქალაქეები მიეღოთ.  

ხარკოვი, ​ჟიტომირი, ლვოვი, დონეცკი, მიკოლაევი, დნიპრო, სუმი, ზაპოროჟიე -  ქუთაისის დამეგობრებული ქალაქებია უკრაინაში. 

ყველაზე მეტი მეგობარი ქალაქ ქუთაისს სწორედ  უკრაინაში ყავს.

8 მეგობარი ქალაქიდან უმეტესობაში დღეს ომი მიმდინარეობს რუსი ოკუპანტების მხრიდან.

ქუთაისის მერიის  პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში დამეგობრებული ქალაქების დახმარება იგეგმება, თუმცა, რა ფორმით - ჯერ გარკვეული არაა. აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ქუთაისის საკრებულოს წევრის, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიგა შუშანიას ინფორმაციით, 2008 წელს ჟიტომირის, ხარკოვის და სუმის მერებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ქუთაისის მერიასთან და დახმარებას სთავაზობდნენ.

„საუბარი იყო მოსახლეობის ევაკუაციაზე ამ ქალაქებში, ისინი მზად იყვნენ მიეღოთ ქართული ოჯახები საჭიროების შემთხვევაში",
- ამბობს გიგა შუშანია, რომელიც 2008 წელს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

მერიაში ირწმუნებიან, რომ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ყოველდღე სატელეფონი ხაზზეა დაძმობილებული ქალაქების მერებთან.

თუმცა, ქუთაისის მერმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ოთხი დღის დაგვიანებით გამოხატა.

უკრაინა მეხუთე დღეა იგერიებს რუსეთის თავდასხმებს. 

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.