ახალი ამბები
ქუთაისში, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია დღესაც გაიმართება
FaceBook
უკრაინის მხარდაჭერი აქცია ქუთაისში დღესაც გაიმართება.
"დღეს სრულიად საქართველოში ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში რათა გარე და შიდა მტერს დაუმტკიცოთ, რომ ჩვენ ლაჩარი ერი არ ვართ", - აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.  

აქცია 18 :00 საათზე მესხიშვილის თეატრის წინ გაიმართება.  

ძლიერი თავდასხმების მიუხედავად, კიევში კონტროლს კვლავ უკრაინის სამხედრო ძალები ინარჩუნებენ.

27 თებერვლის ღამით, რუსების თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი აფეთქდა კიევის საიხლოვეს, ქალაქ ვასილკოვში, სადაც დიდი სამხედრო საფრენი ბაზა და ტანკებია განთავსებული. ვასილკოვოში აფეთქების გამო უკრაინის ხელისუფლებამ მოსახლეობა ძლიერი ქიმიური დაბინძურების შესახებ გააფრთხილა და სთხოვა, არც აფეთქების ადგილის სიახლოვეს და არც კიევში, რომელიც აქედან დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული, არ გააღონ ფანჯრები.

რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრი სანქციებს უწესებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.