ახალი ამბები
საახალწლო ღონისძიებები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის მერია 29 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით ათობით საახალწლო ღონისძიების ჩასატარებლად ემზადება. ყოველ შემთხვევაში ამაზე მიუთითებს მერიის საახალწლო ღონისძიებათა განრიგი.

30-31 დეკემბრის ივენთების უმეტესობა ღია ცის ქვეშ გაიმართება, 1-13 იანვრის სანახაობები კი შენობებში გადაინაცვლებს.

30 და 31 დეკემბერს ძველ უბანში მოეწყობა საახალწლო ბაზრობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები, მისალოცი ბარათები, სუვენირები და ა.შ. ამ საახალწლო ბაზრობის ტერიტორიაზე აგრეთვე თავის პროდუქციას გამოიტანენ ქუთაისში არსებული პოპულარული კვების ობიექტები: "ჩაის სახლი",  სხვადასხვა ჩაის ასირტიმენტთან ერთად საფირმო ტკბილეულს წარმოადგენს, "პალატი" თავისი საფირმო კერძებით და "აურა", რომელიც იქვე ადგილზე დაამზადებს გემრიელ კრეპებს. მოეწყობა გლინტვეინის დეგუსტაცია. აგრეთვე გაიმართება ქუთაისელი მხატვრების მიერ ზამთრისა და ახალი წლის თემაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

30 დეკემბერს პირველი სკოლის ტერიტორიაზე კვლავ განთავსდება საბავშვო ქალაქი, რომელსაც რამდენიმე სიახლე დაემატება და 18:00 საათზე მისი საზეიმო განათება მოხდება.

წლევანდელი სიახლე ნაძვის ხეების კონკურსი იქნება, სადაც სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები წარმოადგენენ საკუთარ ორიგინალურ ნაძვის ხეს და ნაძვის ხის მორთვაში კრეატიულობის გამოავლენას შეეცდებიან.

ახალი წლის დღეები დაეთმობა გამოფენებს. ქუთაისელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და დიზაინერული ნაძვის ხეების გამოფენა მოეწყობა, რომელიც ასევე 30 დეკემბერს მონპლაზირის ტერიტორიაზე გაიმართება.

31 დეკემბრის საღამო ფლეშ-მობს, ასევე DJ-ZAPPA-სა და საახალწლო გალა-კონცერტს დაეთმობა, რომელსაც ეთნო ჯაზ-ჯგუფი "ეგარი" წარმოადგენს, თუმცა მერიში მიუთითებენ რომ საკონცერტო ნაწილში შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს.

ახალი წლის ღამე DJ-ZAPPA-თი და ელექრონული მუსიკით გაგრძელდება.

ახალი წლის პირველი რიცხვები ნიღბების თეატრსა და საქველმოქმედო ჩვენებებს დაეთმობა, რომელიც ოპერის თეატრსა და ყინულის მოედანზე გაიმართება (1,2,3,4 იანვარი).

წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო თეატრების სხვა სპექტაკლები. თოჯინების თეატრის სპექტაკლი "საახალწლო ზღაპარი" (2,5,6 იანვარი) , მესხიშვილის თეატრის სპექტაკლები "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" (4 იანვარი), "ინდაური ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი" (5,6 იანვარი), "ჭინჭრაქა"(9იანვარი) , "ზაფხულის ღამის სიზმარი" (9 იანვარი), "ცილინდრი"(9 იანვარი).

9 იანვარს ოპერის თეატრი საახალწლო კონცერტს წარმოადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.