ახალი ამბები
საახალწლო პროგრამები და ფასები ქუთაისის კაფე-ბარებსა და რესტორნებში
FaceBook
ქუთაისში არსებული რესტორნები, კაფე-ბარები და კლუბები ახალი წლის ღამეს მომხმარებლებს განსხვავებულ საახალწლო პროგრამებს და ფასებს სთავაზობენ.

31 დეკემბრის ღამეს, საახალწლო სუფრის ფასი ერთ პერსონაზე საშუალოდ 50-60 ლარის ფარგლებში მერყეობს და ის საახალწლო სუფრის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

ქუთაისში, რესტორან "ქალაქურში" 31 დეკემბრის საღამოს 12 საათიდან, სტუმრების საახალწლო განწყობაზე ამავე რესტორნის მომღერლები იზრუნებენ და სხვადსახვა საახალწლო გასართობ პროგრამებს შესთავაზებენ.

რესტორან "ქალაქურში" საახალწლო სუფრის ღირებულება ერთ პერსონაზე 50 ლარიდან იწყება.

10 ლარით ნაკლები დაგიჯდებათ საახალწლო სუფრა რესტორან "იმპერიალში", როგორც რესტორნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი წლის ღამეს საახალწლო სუფრის ფასი  ერთ პერსონაზე 40-50 ლარის ფარგლებში იქნება, აღნიშნულ ღირებულებაში არ შედის ალკოჰოლური სასმელების ფასი.

"ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი კონკრეტულად ვის მოვიწვევთ, თუმცა აუცილებლად ვიზრუნებთ სტუმრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნას," – აცხადებენ "იმპერიალის" ადმინისტრაციაში.

რესტორან "ამირანში" სტუმრებს 31 დეკემბერს ღამის 10 საათიდან მიიღებენ, სადაც საახალწლო სუფრის ფასი 50 ლარით განისაზღვრება.
ამავე რესტორანში საახალწლო მენიუში სტუმრებისთვის გათვალისწინებულია ე.წ. "საფირმო ამირანი" - კერძები ფოიერვერკით.

როგორც "ამირანის" ადმინისტრაციაში ამბობენ, რესტორანში ადგილების დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს.

რესტორან "ძველ იმერეთში" საახალწლო პროგრამები 21 საათიდან დაიწყება.

"იქნება თოვლის ბაბუა, შესრულდება ქართული ცეკვები და იმღერებენ მომღერლები," - ამბობენ რესტორნის ადმინისტრაციაში.

"ძველ იმერეთში" 31 დეკემბერს საახალწლო სუფრის ღირებულება ერთ პერსონაზე 40 ლარით განისაზღვრება.

ხოლო 1-2 იანვარს რესტორანში მომღერლები, ნინო ძოწენიძე და ვერიკო ტურაშვილი იმღერებენ.

"1-2 იანვარს სუფრის ფასი 50 ლარი იქნება, თუმცა სუფრა იქნება ძალიან მსუყე და სავსე," - აცხადებენ "ძველ იმერეთში".

რესტორან "ძველი იმერეთისგან" განსხვავებით საახალწლო სუფრა არ იქნება ლიმიტირებული ბარ-რესტორან "პალატში."

პალატში ახალი წლის ღამეს  შოთიკო ბანძელაძე იმღერებს, ხოლო მოგვიანებით სტუმრების საახალწლო განწყობაზე დიჯეი იზრუნებს.

როგორც პალატში ამბობენ 31 დეკემბერს რესტორანი ჩვეულებრვი რეჟიმში, დილის ათი საათიდან იმუშავებს.

საახალწლოდ "არტ-კაფე ბლუზში" 1-2 იანვარს მომრერლები ია ტომაში და ანი გოზალიშვილი იმღერებენ.

ბილეთის ფასი 20 ლარით განისაზღვრება, ხოლო სუფრის ღირებულება თავად მომხმარებლის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

არტ კაფე ბლუზი 1-2 იანვარს საღამოს 20 :00 საათიდან იმუშავებს.

ქუთაისში, კაფე-ბარში "დეჟავიუ" საახალწლო   4 ადგილიანი სუფრის ღირებულება  150 ლარი, ხოლო 7 ადგილიანი სუფრის ფასი 200 ლარით განისაზღვრება.

"საახალწლოდ მოწვეული გვეყოლება ჯგუფი "ნიუფეისი," საახაწლო სუფრა ითვალისწინებს სასმელს უფასოდ," - აცხადებენ კაფე-ბარ "დეჟავიუში".

ლიმიტირებული არ იქნება სუფრა კაფე- ბარ "აურაში". 31 დეკემბერს კაფე-ბარი 19 საათიდან იმუშავებს, სადაც სტუმრების განწყობაზე  თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები იზრუნებენ.


ანა ჯანაშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.