ახალი ამბები
"გამოვიდეს და უპასუხოს კითხვებს'' - ვარლამ გოლეთიანი ეკონომიკის მინისტრს მიმართავს
FaceBook
მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' აქტივისტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან საჯარო შეხვედრას და დებატებს ითხოვენ.
მოძრაობის წევრების თქმით, მათ ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ თუ  რა ბედი ელის "ნამახვანჰესის" პროექტს. 

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით, ჯერ კიდევ ბუნდოვანია კომპანია ,,ენკამ'' გაწყვიტა თუ არა ხელშეკრულება.

"ჩვენი მიზანია პირდაპირ მივმართოთ  ეკონომიკის  ახალ მინისტრს, თან ვურჩიოთ, რომ ნუღარ გაიმეორებს მისი წინამორბედის შეცდომებს, ყველას ახსოვს ქალბატონი თურნავას მოლაპარაკებიდან გაპარვის საკითხი. საერთოდაც როცა ის მინისტრი იყო ჩვენ ვერ მივაღწიეთ საჯაროობას, რომ გვედებატა სამინისტროსთან. ახალი მინისტრი მოემზადოს და გამოვიდეს, უპასუხოს ყველა იმ კითხვას რაც არსებობს  ამ საკითხის ირგვლივ. ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა საჯარო დებატები, წინააღმდეგ შემთხვევაში  გადავალთ კომპანიის ოფისთან და მოგვიწევს დავბლოკოთ შესასვლელი'', - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

გოლეთიანის თქმით, ისინი ხელისუფლებას ვადას არ აძლევენ თუმცა კატეგორიულად მოითხოვენ საჯარო შეხვედრას.

კომპანიამ  ქუთაისის ოფისი დახურა, თუმცა დღემდე რჩება "ენკას" მძიმე ტექნიკა ხეობაში. 

კომპანია "ენკა" რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს აშენებდა. თუმცა, ENKA-მ გასული წლის სექტემბერში, საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება.

სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, "ენკა რინიუებლზმა" კონტრაქტზე უარი მისი პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული გარემოებების გამო თქვა. იმ დროიდან მოყოლებული ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები შეჩერებული იყო, თუმცა, ადგილზე რჩება მძიმე ტექნიკა.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ხეობის მცველები ღამეებს ისევ კარვებში ათენებენ და პროტესტის შეწყვეტას საკითხის გარკვევამდე არ აპირებენ, რაც ხეობიდან "ენკას" საბოლოოდ გასვლას და პროექტის შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტას გულისხმობს.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.