ახალი ამბები
ფინანსების ფლანგვა და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები სამტრედიაში - აუდიტის დასკვნა
FaceBook
ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა, ცუდად შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია, მიუღებელი შემოსავლები -  ასე აფასებს აუდიტის სამსახური სამტრედიის მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას.


აუდიტმა სამტრედიის მერიაში პრობლემა თითქმის ყველა მიმართულებით აღმოაჩინა - ბიუჯეტის შესრულების,  სახელმწიფო შესყიდვების მართვის,  ქონების განკარგვასა და სხვა პუნქტებში.

დოკუმენტის თანახმად, არასწორი დაგეგმვისა და შესრულების გამო, ბიუჯეტი 81%-ით შესრულდა 2019 წელს, ხოლო 2020 წელს 83%-ით.

მერიამ არაეფექტურად და უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში 1 244 600 ლარი დახარჯა. პრობლემები გამოიკვეთა ინფრასტრუქტურული პროექტების დროში შესრულების თვალსაზრისითაც. დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტი დაუსაბუთებლად ზრდიდა სამუშაოების დასრულების ვადებს.

სამტრედიის მერიამ ხარვეზებით აწარმოა სახელმწიფო შესყიდვებიც, კერძოდ, ტენდერში პრეტენდენტის დაუსაბუთებელი დისკვალიფიკაციის გამო, ბიუჯეტმა 179 300 ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

აუდიტის სამსახურმა დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული აიპების მართვაშიც. კერძოდ, დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა აიპი  ერთსა და იმავე საქმიანობას ეწევა და მათი ფუნქციები დუბლირებულია. სამტრედიის მერიამ ვერც სოციალური დახმარების გაცემის წესი შეიმუშავა ეფექტურად, რის გამოც, მოქალაქეები არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებული.  მუნიციპალიტეტს მის დაქვემდებარებაში არსებულ სტრუქტურებში არც ინვენტარიზაცია ჩაუტარებია, რის შედეგად, არსებობს რისკი, რომ მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონება დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევები  შეუმჩნეველი დარჩეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.