ახალი ამბები
პროგრამის ამოქმედებამდე დარჩა 8 დღე - გაურკვეველია სად დასაქმდებიან სოციალურად დაუცველები
FaceBook

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ამოქმედებამდე 8  დღე დარჩა, თუმცა ამ დროისთვის გაურკვეველია სად და რა პირობებით დასაქმდებიან შესაბამისი სტატუსის მქონე პირები.


საუბარია პრემიერ-მინისტრის მიერ გახმოვანებულ სოციალურ პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 50 ათასი სოციალურად დაუცველი დასაქმდება.

იმერეთში სოციალურად დაუცველთა ბაზაში 56 417 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან ფულად შემწეობას მხოლოდ 22 730 ოჯახი იღებს.

ახალი პროგრამის ფარგლებში სწორედ ამდენივე ოჯახი უნდა დასაქმდეს. ასევე, მუშაობასათან ერთად, მოქალაქეებს შეუნარჩუნდებათ ის დახმარებაც, რასაც დასაქმებამდე შემწეობის სახით იღებდნენ.

"აქამდე სამსახურის დაწყებას შემწეობის დაკარგვის შიშით ვერიდებოდით. დარწმუნებული ვარ,  ყველას ეშინოდა. კარგი იქნება თუ  გაირკვევა სად და როგორ შეგვეძლება დასაქმება", - ამბობს ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი თამთა ფურცხვანიძე.

"ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა კონკრეტულად სად დასაქმდებიან სამუშაოს მომლოდინე ადამიანები, რა კრიტერიუმები და პირობები იქნება მათთვის განსაზღვრული.

ირკვევა, რომ დასაქმების ადგილი და ამ მიმართულებით დეტალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯერ არ იციან.

"ჯერჯერობით რაც თქვა პრემიერმა მხოლოდ ის ინფორმაციაა, დანარჩენი დეტალები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი'',
- გვითხრა აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა ნინო ტალახაძემ.

პრემიერმა კი, თქვა  , რომ პროგრამა (რომლის ამოქმედების  მექანიზმი ჯერ გაურკვევლია)  ოჯახების კეთილდღეობისთვის და ადამიანების რეალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მისივე განმარტებით, პროგრამა დასავლური პრაქტიკის შესწავლის შედეგად შემუშავდა, სადაც პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 20 ათასი სოციალურად დაუცველი უნდა დასაქმდეს.

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამის დეტალები ჯერ გაურკვეველია, სოციალურად დაუცველების ისევ შემწეობის იმედად რჩევიან.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.