ახალი ამბები
მერია ოთხი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის ნახევარ მილიონზე მეტს გადაიხდის
FaceBook
ქუთაისის მერია ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ფასის რეაბილიტაციისთვის 602 000 ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
სახელმწიფო შეყიდვის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება  შოთა რუსთაველის გამზირის #85-ში;  #90-ში;  #92-ში  და #94-ში მდებარე  ბინის ფასადებს. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, რუსთაველის გამზირის N 85 მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინის ფასადების რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 426 000 ლარს;

რუსთაველის გამზირის N 90-ში მდებარე  ბინისათვის განსაზღვრულია  -  47 000  ლარი,   N92-ში მდებარე   ბინა  -  75 000 ლარი და  N 94-ში მდებარე კორპუსათვის კი,  54 000 ლარია გათვლილი.

რენდერის მიხედვით, რეაბილიტირებული ფასადები  ასეთი უნდა იყოს.  



ტენდერში გამარჯვებული კომპანია  ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში შეასრულოს სამუშაო. 

თუ რის მიხედვით შეარჩიეს ზემოთჩამოთვლილი კორპუსები, მერიაში განმარტავენ, რომ  ბინის  შერჩევა ფასადის დაზიანების  მიხედვით მოხდა. 

"შეირჩა, როგორც ყველაზე დაზიანებული და არაესთეტიკური ფასადების მქონე კორპუსები", - განმარატვენ ქუთაისის მერიის პრესსამსახურში. მათივე თქმით, ეტაპობრივად მოხდება  რუსთაველის გამზირზე მდებარე სხვა კორპუსების ფასადებიც შეკეთდებაც.

აღნიშნულ კორპუსებზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვაზე (NAT220003069) წინადადების მიღება  2 მარტს იწყება და  ხუთ დღეში დასრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან,
რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ,
თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო
სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
13:31 / 18.12.2025
შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, რომლებიც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა, 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ მიწისქვეშა სამთო სამუშაოებზე, უწყვეტი სამუშაო სტაჟი უნარჩუნდებათ.
ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და
პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
10:17 / 18.12.2025

ირაკლი კობახიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მთავრობის და პარლამენტის წევრებთან, იმერეთის გუბერნატორთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.