რა ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურმა "ქუთაისიპოსტს" თეთრი ხიდის სასამართლო დავაზე
19:10 / 16.02.2022
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთი
ლაცაბიძე "ქუთაისიპოსტს" ქუთაისის მერიასა და კომპანია "ალმა -რუს
საქართვლოს" შორის არსებულ სასამართლო დავაზე არაზუსტი ინფორმაცია
მიაწოდა.
მაშ შემდეგ, რაც სააგენტო დაინტერესდა რა ეტაპზე იყოს
მხარეებს შორის 2018 წელს დაწყებული სამართალწარმოება ქეთი ლაცაბიძემ
გვითხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2019 წლის იანვარში
შეწყდა.
მოგვიანებით, ქეთი ლაცაბიძე თავად დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მიერ
მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაზუსტი იყო. სინამდვილეში
ხიდის რეკონსტრუქციის საქმეზე დაწყებული დავა ახლაც
მიმდინარეობს.
საქმე ეხება, ქუთაისის მერიასა და ხუთი წლის წინ თეთრი ხიდის
რეკონსტრუქციის შემსრულებელ კომპანია "ალმა-რუს საქართველოს"
შორის არსებულ დავას.
მერიამ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია
დაკისრებული ვალდებულების ხარვეზებით შესრულების და ვადის
პირობების დარღვევის გამო 185 307 ლარით დააჯარიმა, ხოლო
მას შემდეგ, რაც კომპანიამ ეს თანხა არ გადაიხადა, კომპანიას
სასამართლოში უჩივლა.
ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის რეკონსტრუქციაზე სახელმწიფო
შესყიდვა (NAT180005534) 2018 წლის აპრილში გამოაცხადა.
სამუშაოებისთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 444 966 ლარს
იხდიდა.
სამუშაოებით ერთადერთი კომპანია "ალმა-რუს საქართველო" დაინტერესდა,
რომელმაც თავდაპირველად 435 997 ლარი
მოითხოვა. ხელშეკრულებაც ამავე თანხაზე გაფორმდა, თუმცა, მალვე,
დოკუმენტში ცვლილება შევიდა, სადაც კომპანიამ მერიას იმ თანხაზე მეტი
მოსთხოვა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული.
სახელმწიფო შესყიდვის გვერდზე ატვრითული დოკუმენტაციის შესაბამისად,
კომპანიის ინიციატივით შესულ რიგით მეოთხე ცვლილების მიხედვით,
მერიას "ალმა-რუს საქართველომ" 464 181 ლარი
მოსთხოვა.
დოკუმენტების მიხედვით, მერიას კომპანიისათვის შესრულებული
სამუშაოების ღირებულის 68%, ანუ, ხელშეკრულებით
განსაზღვრული 464 181 ლარიდან 315 392 ლარი აქვს
გადახდილი. გამოდის, რომ მერიამ ეს თანხა ბიუჯეტიდან ცუდად შესრულებულ
სამუშაოებში გადაიხადა.
2018 წელს, ხიდი გახსნიდან სამ დღეში დაზიანდა, რის გამოც,
რამდენჯერმე მოხდა რკინის ფილის და მინის საფარის გამაგრება/გამოცვლა.
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
შახტის ყოფილი თანამშრომელი ხვიჩა გაბუნია
ფეისბუქპოსტში წერს, რომ საწარმოში გახშირებული ავარიები მოშლილი
სისტემის შედეგია და არსებული მდგომარეობის გაგრძელებამ შესაძლოა
შახტის დახურვა და ასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენა
გამოიწვიოს.
მისი განცხადებით, მძიმე მდგომარეობაა ნახშირის
მომპოვებელ უბნებზეც, სადაც დასაქმებულებს მუშაობა მაღალი რისკის
პირობებში უწევთ. გაბუნიას თქმით, არ ხდება ტექნიკის განახლება და
მოძველებული მექანიზმების ახლით ჩანაცვლება, ხოლო საწარმოს მართვაში
გამოცდილი კადრების როლი შემცირებულია.
შახტის ყოფილი თანამშრომელი არსებულ ვითარებას 2018
წლის პერიოდს ადარებს, როდესაც, მისი თქმით, საწარმოში ავარიები და
ფატალური შემთხვევები გახშირებული იყო. ის იხსენებს მეშახტეების
მაშინდელ პროტესტსაც, რომელშიც თავად მონაწილეობდა და რომლის მიზანი
საწარმოში მდგომარეობის გაუმჯობესება იყო.
გაბუნია მეშახტეებს მოუწოდებს, სამუშაო პირობებთან
დაკავშირებულ რისკებზე ხმა აიმაღლონ. მისი შეფასებით, პრობლემების
მოუგვარებლობამ შესაძლოა შახტის დახურვა და ტყიბულში ასობით ადამიანის
უმუშევრად დარჩენა გამოიწვიოს.
"ბოლო დროს, შახტში ხშირია მარცხი, რომელიც სავალალო შედეგებით
მთავრდება, ნახშირმომპოვებელი უბნები, ერთმანეთის მოყოლებით ფეთქდება
და იწვის. რისი თქმა მინდა მეგობრებო, ამ წარმოებაში, მოშლილა
სისტემა.
ორმა არაპროფესიონალმა ადამიანმა, ერთპიროვნულად ჩაიგდო ხელთ, მართვის
სტრუქტურა. გამოცდილ კადრებს, რომლებიც თითზე ჩამოსათვლელი დარჩა ამ
წარმოებაში, ( ჩემი პატივისცემა მათ) აღარაფერს ეკითხებიან. წარმოების
სადავეები რამოდენიმე ნარკომანს და სოცკისთან დაახლოებული,
არაპროფესიონალ კადრებს უჭირავს, რაც იწვევს შახტში, მოხშირებულ
მარცხებს. ყველა, მექანიზმი და სატრანსპორტო საშვალება, რომელიც
ემსახურება, მშრომელების გადაადგილებას და ნახშირის ტრანსპორტირებას,
შახტიდან ზედაპირამდე , თითქმის 100% -ით გამოსულია მწყობრიდან, რაც
საფრთხეს უქმნის მეშახტეთა სიცოცხლეს.
ნახშირ მომპოვებელი უბნები, კატასტროფულ მდგომარეობაშია, იქ ადგილზე
მომუშავე პერსონალი, ძალიან დიდი რისკის ქვეშაა. არანაირი
გადაიარაღება და ახლით ჩანაცვლება არ ხდება, რაც წარმოებას საბოლოოდ
მიიყვანს დაკეტვის პირას და 100 ობით ადამიანის უმუშევრად დარჩენას.
რისი თქმა მინდა მეგობრებო? ეს წარმოება უბრუნდება, 2018 წლის
ნიშნულს, მარცხისა და სიკვდილიანობის მხრივ, როდესაც მოცემულ წლებში,
ყოველ სამ თვეში, ათობით ადამიანი, მარცხდებოდა და იღუპებოდა. მაშინ,
პირადად მე, ყველა მეშახტემ, ვისთვისაც ღირებილი იყო ადმიანის
სიცოცხლე, გული შესტკიოდა წარმოების მომავალზე ხმა ამოვიღეთ და
მიზანსაც მივაღწიეთ.
უპირველეს ყოვლისა, წლების განმავლობაში, აღარ ხდებოდა შახტში მარცხი,
წარმოებაც შევინახეთ და გადავარჩინეთ. მეამაყება, მაშინდელ წლებში
პროტასტის, რომელსაც პირადად მე,100 ობით მეშახტესთან ერთად
ვხემძღვანელობდით და შედეგიც დავდეთ, ეს ყველა მეშახტეს კარგად
ახსოვს. ამიტომ იყო, რომ წლების შემდგომ, არ მაპატიეს, მეშახტეების
გვერჩიდგომა, ყველა მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე ხმის ხმამაღლა
ამოღება და სისტემამ, მომიშორა თავიდან. მინდა მივმართო ყველა
მეშახტეს! ხმა ამოიღეთ მეგობრებო, ყველა იმ რისკებზე, რაც თქვენ
ჯამთელობას და სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, თორემ შემდგომ, ჯვარი
დაგწეროთ ღმერთმა გვიანი იქნება", - წერს შახტის
ყოფილი თანამშრომელი.
„ქუთაისიპოსტი“ შახტში არსებულ მდგომარეობასთან
დაკავშირებით საწარმოს ადმინისტრაციის პოზიციის გარკვევას
შეეცდება.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები