ახალი ამბები
ვინ და რა პირობებით იმუშავებს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით - პრემიერის ინიციატივა
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანების უმეტესობა შრომისუნარიანია და მათ სახელმწიფო სამსახურის პოვნაში დაეხმარება. საუბარია 200 000-მდე ადამიანზე. პრემიერის თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

დასაქმების პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველები ყოველთვიურ დახმარებას კვლავაც მიიღებენ და მათ ეს ფინანსური წყარო შეუნარჩუნდებათ.

"პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროებიც მოახდენენ 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას. წელს შეიძლება 100 ათასზეც გავიდეთ. პროგრამით მოსარგებლეს საშუალება ექნება, აირჩიოს: ან საზოგადოებრივი სამუშაო ან შრომის ბაზარზე არსებული უნარ-ჩვევებისა და პროფესიული განვითარების შესაბამისი ვაკანსია. პროგრამით მოსარგებლე ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში საარსებო შემწეობა შეუნარჩუნდება",- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პროგრამაში ჩართული თითოეულ მოქალაქე სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით,
სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 1 მარტიდან დაიწყება. 

ქვეყანაში სულ 600 00-მდე  სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირია. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.