ახალი ამბები
დღეიდან მაგთიკომი ბალის ყველა ანგარიშს აუქმებს
FaceBook
დღეიდან მაგთიკომი ბალის ყველა ანგარიშს აუქმებს. კომპანიამ აბონენტებს შეტყობინებები ერთი თვით ადრე გაუგზავნა.

უქმდება ბალის ყველა ანგარიში (01, 02, 04, 06, 07, 09, 99) და იმოქმედებს ერთი, გაერთიანებული ანგარიში ასევე უქმდება ტარიფი უიაფესი, ბალის მომხმარებლები ისარგებლებენ მათ მიერ არჩეული სატარიფო გეგმით ან სტანდარტული ტარიფით მომხმარებლების ანგარიშებზე არსებული ერთეულები (მათ შორის, კლუბის ერთეულებიც) შენარჩუნდება 10.02.22-დან 30 დღის განმავლობაში.

მაგთიკომის ცნობით, ცვლილება შედის ბალი ზეროს პირობებშიც ახალი სახელი - ტარიფი ბალი იქნება.

"აბონენტების საშუალო ინტერნეტმოხმარება მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც გათვალისწინებულია 30-ლარიან პაკეტში და ულიმიტო წუთებსა და SMS-ებთან ერთად მოიცავს 3000 MB ინტერნეტს. მომხმარებელს "მაგთის" მრავალფეროვანი შეთავაზებებიდან შეუძლია აირჩიოს სასურველი პაკეტები. მაგალითად, "საკვირველი დღეების" ფარგლებში მომხმარებელს საკმაოდ შეღავათიან ფასად შეუძლია შეიძინოს როგორც ცალკეული, ისე კომბინირებული პაკეტები. გარდა ამისა, თუ აბონენტი არ არის ინტერნეტმომხმარებელი, "მაგთიკომი" სთავაზობს მას ალტერნატივას - ულიმიტო ზარებს საქართველოში თვეში 24 ლარად.

"ულიმიტო დღე-ღამე" და "ულიმიტო კვირა" თავდაპირველად იყო მოკლევადიანი აქციები, რომლებიც ერთ-ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პანდემიის პერიოდში, ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნის პირობებში, მნიშვნელოვანი იყო ასეთი შეღავათიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი აქციის გაგრძელება და რეალურად ის "მაგთიკომმა" საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 2 წლით გააგრძელა.ცვლილებები ეხება მხოლოდ მობილურ მიმართულებას ",
- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

განახლებული ტარიფები:

5 თეთრი/წუთი - მაგთიკომის მობილურ ქსელზე;

12 თეთრი/წუთი - სილქნეტი/ჯეოსელის, ბილაინისა და საქართველოს ფიქსირებულ ქსელებზე (გარდა ნომრებისა, რომლებიც იწყება კოდით: +99544);

ზარის წამოწყება - 12 თეთრი;

საქართველოს სხვა მობილური ქსელები - 24 თეთრი;

მობილური ინტერნეტი 1 მბ - 1 თეთრი;

SMS/MMS - 1 თეთრი.

ტარიფით 30-დღიანი სარგებლობა - 1 ლარი
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #მაგთიკომი
მსგავსი სიახლეები
11:50 / 30.08.2025
"ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება",-

ამის შესახებ განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება ფუნდამენტურ უფლებებზე მორიგი თავდასხმა და სასამართლო სისტემის, როგორც რეპრესიის ინსტრუმენტის, გამოყენებაა.

“ეს ფინანსური განზრახ გაგუდვის მეშვეობით პოლიტიკური დევნის აქტია, რომლის მიზანია, გააჩუმოს და დასაჯოს განსხვავებული აზრი.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არა სახელმწიფოს მტრები, არამედ დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალია. წლების მანძილზე საქართველოს ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა იყო, რომელსაც ხელშესახები სარგებელი მოჰქონდა თავისი მოქალაქეებისთვის. ამ ორგანიზაციების მიზანში ამოღება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საბაზისო პრინციპებს, რომლებსაც კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.

ევროკავშირი მყარად უდგას გვერდში საქართველოს გამძლე და მამაც სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთავრობის მხრიდან მზარდი რეპრესიების მიუხედავად აგრძელებს მოქალაქეებისთვის მსახურებას”, - განაცხადა ჰიპერმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაყადაღებულია: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“-ს , „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებ“-ის , „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს, „დემოკრატიის მცველები“-ს , „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“-ს , „საფარი“-ს და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“-ს საბანკო ანგარიშები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.