ახალი ამბები
"რუსეთისა და საქართველოს 7-კაცა ნაკრებების ერთობლივი შეკრება არ იგეგმება"
FaceBook
საქართველოს რაგბის კავშირი აცხადებს, რომ რუსეთისა და საქართველოს 7-კაცა ნაკრებების ერთობლივი შეკრება არ იგეგმება.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობდა მხოლოდ შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ (საწვრთნელი) მატჩების ჩატარებასთან დაკავშირებით, მათ შორის განიხილებოდა რუსეთის ნაკრებთან გასამართი სპარინგ შეხვედრა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც სამწუხაროდ იმ კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ბოლო თვეებია ხორციელდება საქართველოს რაგბის კავშირისა და მთლიანად ქართული რაგბის დისკრედიტაციის მიზნით.

ვფიქრობთ, სწორედ ეს შედის ჩვენი მოწინააღმდეგის ინტერესში, მით უფრო მაშინ, როცა ორგანიზაციაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, შეიქმნა სტაბილური სამუშაო გარემო და ქართული რაგბი ემზადება 27 თებერვალს საქართველოში გასამართი პრინციპული დაპირისპირებისთვის რუსეთის რაგბის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

რაც შეეხება რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს – არავითარი ერთობლივი შეკრება არ იგეგმება. მიმდინარეობდა შიდა სამუშაო განხილვა შესაძლო სპარინგ მატჩების საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის 7-კაცა ნაკრებებთან, მათ შორის რუსეთის ნაკრებთანაც, რაც მოემსახურებოდა საქართველოს 7-კაცა ნაკრების სპორტულ ინტერესს, რადგან ჩვენთვის თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც 15-კაცა, ასევე 7-კაცა რაგბში რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე უპირატესობის მოპოვება. მითუმეტეს, რომ ისინი არიან ჩვენი უშუალო კონკურენტები ზაფხულში გასამართ მსოფლიოს თასის შესარჩევ ეტაპზე.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რუსეთის 7-კაცა ნაკრების შესაძლო ვიზიტს მხარეებს შორის წინ არანაირი ოფიციალური მიმოწერა არ უძღვოდა და ყველანაირი ინტერპრეტაცია აღნიშნული ნაკრების ოფიციალურად მოწვევისა და მათი ვიზიტის ხარჯების რაგბის კავშირის მიერ დაფინანსების შესახებ, არის სიცრუე.

ვწუხვართ, რომ კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფის მიერ გულშემატკივარი მიზანმიმართულად იქნა შეცდომაში შეყვანილი“, - ნათქვამია საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის ეროვნული ნაკრების ვიზიტის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მენეჯერმა, ალექსანდრე ნიჟარაძემ გაავრცელა.

მავე თემაზე:


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.