ახალი ამბები
კომპანია ჯარიმდება, სამუშაოები კი, მარტში უნდა დასრულდეს - წერეთლის ქუჩის დაუსრულებელი რეაბილიტაცია
FaceBook
ქუთაისში, წერეთლის ქუჩის  2.8 კმ-იანი  გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.
წერეთლის ქუჩის მკვიდრების განმარტებით, ამ ხნის განმავლობაში  მათ მტვერში და ტალახში  უწევთ ცხოვრება, სადაც გადაადგილებაც და საკუთარ სახლთან მისვლაც პრობლემას წარმოადგენს. 



"მთელი ტროტუარი გადათხრილია. არ ვიცი რას აკეთებენ ან რას ელოდებიან. მოტანილი აქვთ ფილები, რომლებიც შეფუთულია. მგონი, არც აპირებენ მის გახსნას",
- ამბობს ადგილობრივი მკვიდრი.

თუ იყიდეს და აქამდე მოიტანეს დააგონ რაღას აჭიანურებენ'', - ამბობს დაუსრულებელი სამუშაოებით შეწუხებული ადგილობრივი მანანა თორაძე.



საგზაო დეპარტამენტში , რომელიც აღნიშნულ სამუშაოებზე არის პასუხისმგებელი,  ამბობენ რომ კომპანიამ სამუშაოების დასრულების  ყველანაირი ვადა დაარღვია, რის გამოც ყოველდღიურად ჯარიმდება. 

"ჩაბარების ყველა ვადა დაირღვა. კომპანია იღებს ყოველდღიურ ჯარიმას კომპანია. საბოლოოდ, 31 მარტს წერეთელი ისევე, როგორც აღმაშენებელის გამზირი ყველა მხრივ დასრულებული უნდა იყოს'', - ამბობს საგზაო დეპარტამენტის იმერეთის წარმომადგენლი ბაქარ ჭეიშვილი. 

წერეთლის ქუჩის  რეკონსტრუქციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. უწყებამ სამუშაოების შესყიდვაზე სახელმწიფო შესყიდვა (NAT200009623) 2020 წლის ივლისში გამოაცხადა.

სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობა   6 940 484 ლარის სანაცვლოდ კომპანია   შპს  "ბლექ სი გრუპმა" აიღო. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2020 წლის აგვისტოში გაფორმდა, სადაც  კომპანიას  რეაბილიტაციის დასრულების ვადად 7 თვე განესაზღვრა ანუ  2021 წლის აპრილი.

თუმცა , ხელშეკრულების დადებიდან კომპანიამ მალავე დოკუმენტში ცვლილება შეიტანა, რომელიც მითითებული დროის გადავადებას ითხოვდა. საბოლოო ჯამში, "ბლექ სი გრუპმა" ხელშეკრულებაში 28 ცვლილება შეიტანა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.