ახალი ამბები
„ქუთაისიპოსტის“ ორმა სტატიამ ევროინტეგრაციის თემაზე კონკურსში გაიმარჯვა
FaceBook
სოფიკო ყანჩაველისა და ეკა კუხალაშვილის სტატიებმა რეგიონალურ კონკურსში "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის", გაიმარჯვა.

საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ქუთაისიპოსტის ორი სტატია დააჯილდოვა.

სოფიკო ყანჩაველისა და ეკა კუხალაშვილის სტატიებმა რეგიონალურ კონკურსში "საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის", გაიმარჯვა.

დაჯილდოების ცერემონიალი რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე. პრეზენტაციას სამთავრობო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნულ კონკურსში კიდევ 4 ჟურნალისტი დაჯილდოვდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. საუკეთესო სტატიებისა და სიუჟეტების ავტორებს სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
13:34 / 16.12.2025
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის III კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (214.9 ლარით) გაიზარდა და 2 271.6 ლარი შეადგინა.
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც
აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის
ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/
მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.
12:22 / 16.12.2025
1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა იმ პირებს აღუდგებათ, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/ მოხმარების გამო, ან ქულები გაუნულდათ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.