ახალი ამბები
"გვინდა ვაქცინაციის პროცესი გავაფართოოთ - სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები"
FaceBook
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში კორონავირუსის მზარდ დინამიკაზე ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

მისი თქმით, შემთხვევების მატება არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა, ძირითადად, ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე მოდის.

"მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. გვინდა, რომ რეგიონებსა და სოფლებში უფრო ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ 50 წელს ზევით 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით და გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ - სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები", -
განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, ოთხი უწყების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
12:51 / 02.11.2024
მომდევნო დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა
რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.
17:19 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვმა 682 738 ადამიანი შეადგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.