ახალი ამბები
 ჩამორჩენა, ინდიფერენტულობა, გარიყულობა - რა აჩვენა განათლებაზე კორონავირუსის გავლენის შესახებ კვლევამ
FaceBook
"2020 წლის გაზაფხულის სემესტრში,  მოსწავლეების სულ მცირე მეათედი ნაწილი აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების მიღმა, ხოლო მოსწავლეთა მეოთხედისთვის სწავლაში ჩართვა შეზღუდული იყო," - ამ და სხვა პრობლემებზე მიუთითებს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში.


ანგარიშმა აჩვენა COVID 19 პანდემიის გავლენა ზოგად განათლებაზე ბევრი პრობლემითა და დანაკარგით.

კვლევის თანახმად, მოსწავლეების ნაწილისთვის დისტანციური სწავლა არ იყო ხელმისაწვდომი ან სწავლა მნიშვნელოვანი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასეთი მოსწავლეების ზუსტი რაოდენობა  დაუზუსტებელია, თუმცა ცნობილია, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში სულ მცირე მეათედი ნაწილი აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების მიღმა.

ონლაინსწავლებისთვის მზად არ აღმოჩნდა მასწავლებლების მეოთხედი. მათ არ ჰქონდათ ელემენტარული კომპეტენციები ისტ-ის მიმართულებით.

მასწავლებელთა ნაწილისთვის დღემდე პრობლემად რჩება სწავლების დისტანციური მოდელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის ივნისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ისტ-ის მიმართულებით გადამზადებული იყო მასწავლებელთა 79%. მათგან, დაახლოებით 58%-ს ბოლო ხუთი წლის მანძილზე გავლილი ტრენინგის ფარგლებში ასწავლეს ვორდ-ის დოკუმენტზე მუშაობა, ელექტრონული ცხრილების აგება, პრეზენტაციების აწყობა და მონაცემთა ბაზების შექმნა. ასევე, მათ გააცნეს სწავლისა და სწავლების პროცესში ისტ-ის გამოყენების პრინციპები. აღნიშნული ტრენინგები გავლილი აქვს საჯარო სკოლის მასწავლებელთა დაახლოებით 60%-ს, ხოლო კერძო სკოლებში ეს მაჩვენებელი 48%-ს არ აღემატება.
მასწავლებელთა ნაწილი დისტანციურ რეჟიმში და ლიმიტირებულ დროში ვერ ასწრებს გაკვეთილის ახსნას, უჭირს მოსწავლეების შეფასების მიდგომებისა და მეთოდების დისტანციურ სწავლებაზე მორგება, ხოლო მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ გაკვეთილები ლექციურ, ტრადიციულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სოფლად მცხოვრები მოსწავლეების უდიდეს ნაწილს გაკვეთილებზე დასწრება უკაბელო ან ტელეფონში ჩართული ინტერნეტის საშუალებით უწევდა. 65 მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით 10-ში შინამეურნეობების 50%-ზე მეტს ჰქონდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი და დაახლოებით 10 მუნიციპალიტეტში, რომლებშიც 50 000-მდე მოსახლე ცხოვრობს, 5%-ზე ნაკლებს აქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი. შესაბამისად, გამოკითხული მოსწავლეების 61%-ისა და მასწავლებლების 50 %-ის თქმით, ინტერნეტი ცუდად ან შეფერხებით მუშაობდა.

საკაბელო ინტერნეტზე წვდომის თვალსაზრისით, ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა 2021 წელს. საქსტატისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თუ 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში საკაბელო ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდა მოსწავლეების 55%-ს, 2021 წლის თებერვალ-მარტში ასეთი მოსწავლეების წილი 77%-მდე გაიზარდა. ეს ცვლილება საგულისხმოდ მაღალია ქალაქში მცხოვრები მოსწავლეებისთვის.

გამოწვევებს შორის სახელდება შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული სირთულეები.

სკოლის სახსრების ნაკლებობა, პირბადეების შეძენა ოჯახებისთვის, დისტანციის დაცვა სკოლის ფართის შეზღუდვების პირობებში, მოსწავლეების, განსაკუთრებით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მიერ უსაფრთხოების ზომების დაცვა და ა.შ.

მოსწავლეების განვითარებაზე პანდემიის გავლენა ჯერჯერობით არ შეფასებულა.  დისტანციური სწავლების ხანგრძლივობის, მისი ხარისხისა და მასში ჩართულობასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ჩამორჩენა მოსწავლეების აკადემიური უნარების განვითარებაში.

ქართული სასკოლო საზოგადოებისთვის ეს ჩამორჩენა უფრო თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, თუმცა, სხვა საფეხურებზე მასწავლებლებსა და დირექტორებს უჭირთ სასწავლო დანაკარგის შეფასება. განსაკუთრებული წუხილის საგანს წარმოადგენს მოსწავლეების სოციოემოციური მდგომარეობა, რომელიც დირექტორების ნაწილის შეფასებით, გამოიხატება ინდიფერენტულობაში, თვითიზოლაციასა და გარიყულობაში.

თემატური მოკვლევა მომზადდა მასწავლებლების, მშობლების, სკოლების ადმინისტრაციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემოსული წერილობითი მოსაზრებების, საჯარო განხილვებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების სინთეზის საფუძველზე.

COVID 19-ით გამოწვეული პრობლემა მთელ მსოფლიოში საერთოა ყველასთვის. პანდემიამ განათლების სისტემები უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დააყენა. სულ მცირე, 188 ქვეყანაში დაიხურა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სისტემის მიღმა აღმოჩნდა 1.6 მილიარდი ბავშვი, მოზარდი და ახალგაზრდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის
გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე
აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით,
ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო
რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს
საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების
გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო
ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის
შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.
შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის
შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8
მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს,
რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ
განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც
ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“
გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ
პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების
გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან
ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის
შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი
ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და
პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი
დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ,
წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და
სპეციალური საშუალებები.

აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის
15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება
რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი
დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი
მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის
საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა,
აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო
კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ
იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების
დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია
განცხადებაში.


რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ,
15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
16:35 / 16.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ, 15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.
16:27 / 16.04.2024
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.