ახალი ამბები
ომიკრონის სამკურნალო ოთხი პრეპარატიდან საქართველოს ერთი აქვს
FaceBook
კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის სამკურნალოდ ოთხი ეფექტური პრეპარატიდან საქართველოში მხოლოდ ერთია.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ერთი კვირის წინ ამერიკის ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა ოთხ ეფექტურ მედიკამენტზე რეკომენდაცია გასცა.

" ეს არის – პაცლოვიდი, ფაიზერის ახალი ტაბლეტირებული მედიკამენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო იმედით ელის, რომ დაამთავრებს პანდემიას. ეს უკვე ნებადართულია, მაგრამ ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ გაყიდულა. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამას მიიღებს. გპირდებით, მაგრამ რამდენ ხანში, ეს ჯერ არ არის ცნობილი.

მეორე ადგილზე დგას რემდესივირი – კარგად ცნობილი ანტივირუსული მედიკამენტი, რომლის გამოყენებაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველომ და ძალიან ფართოდ იყენებს და ძალიან ეფექტიანად. აღმოჩნდა, რომ "ომიკრონზეც" ეფექტიანია. ეს მედიკამენტი ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობის. ამ შეხვედრაზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაქსიმალურად ყველა კლინიკაში დაინერგოს რემდესივირით მკურნალობა.

მესამე მედიკამენტი – სოტროვიმაბი, ახალი მონოკლონული მედიკამენტი. ჩვენ ეს არ გვაქვს და სავარაუდოდ, არ გვექნება, რადგან დეფიციტურია და თან დრო დასჭირდება მის შემოტანას, მაგრამ ეს არ არის საჭირო. ის მესამე ადგილზეა მხოლოდ.

და მეოთხე ადგილზეა  მონოპირავინი, კიდევ ერთი ტაბლეტირებული რევოლუციური პრეპარატი, რომელიც პაქსლოვიდთან ერთად ჯერ არ არის გაყიდვაში. მათი დიდი უპირატესობა ის არის, რომ როგორც კი დაისმება დიაგნოზი, ვისაც ექნება დამძიმების რისკი, მას მისცემენ და დიდი ალბათობით, აცილებული იქნება სიკვდილიანობა
", – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 065 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 990 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 925 137, გარდაიცვალა 14 425 პაციენტი.

ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, დაფიქსირებული შემთხვევების 45% ომიკრონია.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.