ახალი ამბები
,,ომიკრონის შემთხვევების საშუალო ასაკი 33 წელია" - ამირან გამყრელიძე
FaceBook
საქართველოში ომიკრონის 951 შემთხვევა დადასტურდა.


ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან 10% ომიკრონია, თებერვალში კიდევ მოსალოდნელია 12 000- მდე შემთხვევა.

გამყრელიძის თქმით, ომიკრონის 921 შემთხვევიდან, ღრმა ეპიდკვლევა 621 შემთხვევაში ჩატარდა.

,,ომიკრონის შემთხვევების საშუალო ასაკი არის 33 წელი, ანუ უმეტესად ახალგაზრდები არიან. ინფიცირებულების 83% საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენი კი შემოტანილია არაბეთის ქვეყნებიდან'',- განაცხადა გამყრელიძემ.

ომიკრონის ინფიცირების 11 შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. კლინიკაში ამ დროისთვის 4 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ამირან გამყრელიძის თქმით, რეანიმაცია არც ერთ მათგანს არ დასჭირდა.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დაფიქსირდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ომიკრონი
მსგავსი სიახლეები
საუბრები თავისუფლებაზე  - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის
თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის
ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.
18:51 / 16.09.2024
საუბრები თავისუფლებაზე  - ეს საკითხი გახდა მთავარი განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში ქუთაისში გაიმართა.
18:01 / 16.09.2024
"გადაწყვეტილება, ორი პროევროპული ძალის - "ძლიერი საქართველო" და პარტია "გიორგი გახარია საქართველოსთვის", მათ ხელშია", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც 16 ოქტომბერს ათონელის რეზიდენციაში გამართა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.