ახალი ამბები
ბიზნეს ობიექტებში დასაქმებულთა ტესტირებას კვლავ სახელმწიფო დააფინანსებს
FaceBook
მოლებში, ბაზრობებსა და ბაზრებში თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირებას, ჯერჯერობით, ისევ სახელმწიფო დააფინანსებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.

ბიზნეს ობიექტებში დასაქმებულთა ტესტირების დაფინანსება 2022 წლის იანვრიდან უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა, ცვლილება პირველ თებერვლამდე გადავადდა.

ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ტესტირების დაფინანსება 1-ელ თებერვლამდე ძალაშია, თუმცა, უწყება ვერ აკონკრეტებს პირველი თებერვლის შემდეგ კვლავ გადავადდება თუ არა ცვლილება.

ტესტირება შემდეგ ბიზნეს ობიექტებზე უნდა განხორციელდეს: სავაჭრო ცენტრები (ე. წ. მოლები), ბაზრები და ბაზრობები (გარდა აგრარული), საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები (გარდა სასურსათო მაღაზიების, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციის, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდების, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის ობიექტებისა).

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.