ახალი ამბები
წელს "ალილოზე" ტრადიციული მსვლელობა არ იქნება
FaceBook
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, პანდემიის გამო, წელს "ალილოს" დღესასწაულზე ტრადიციული სახალხო მსვლელობა არ ჩატარდება.

სამღვდელოება მოსახლეობას მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით დალოცავს და ასე მიულოცავს შობას.

"ეს დღესასწაული წელსაც ჩატარდება, თუმცა ხალხის მსვლელობის გარეშე და პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით. კერძოდ, სამღვდელოება მოსახლეობას დალოცავს მანქანებიდან ნაკურთხი წყლის სხურებით და კმევითა და გალობით მიულოცავს შობას. ასევე, ტრადიციისამებრ შეგროვდება საჩუქრები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ნუგბარი, რომელიც ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დარიგდება. ახალ 2022 წელს, შობის დღესასწაულზე საჩუქრები და სიხარული პირველ რიგში მივუტანოთ იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.