ახალი ამბები
71 ავტომანქანის განბაჟების გარეშე დაშლისა და რეალიზებისთვის 9 პირი პასუხისგებაში მისცეს
FaceBook
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 71 ავტომანქანის განბაჟების გარეშე რეალიზებისთვის 9 პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დგინდება, რომ 2017 - 2021 წლებში, სხვადასხვა პირების მიერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოყვანილ იქნა 71 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც შემდგომ, თითქოსდა რეექსპორტის მიზნით, ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაფორმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. რეალურად კი ნაცვლად ავტომობილების ქვეყნიდან გაყვანისა, სატრანსპორტო საშუალებები განბაჟების გარეშე დაშლილ და რეალიზებულ იქნა ნაწილებად.

აღნიშნული ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ზიანი ჯამში 279 168 ლარის ოდენობით. გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულების მიერ ანაზღაურებულია ზიანი 242 891 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული სახის დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #დაკავება
მსგავსი სიახლეები
დიდთოვლობის გამო, ქუთაისში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე ეტაპი
შეჩერებულია.
16:41 / 29.12.2025
დიდთოვლობის გამო, ქუთაისში, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი (მოედანი) და მეორე ეტაპი შეჩერებულია.
31 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო
ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სცენისა და
საახალწლო დეკორაციების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის
სახელობის მოედანზე (გელათის ქუჩა, კოლუმბია-მისურის ქუჩა,
ფალიაშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა) საავტომობილო მოძრაობა და
პარკირება დროებით შეიზღუდება.
15:41 / 29.12.2025
31 დეკემბერს, ქუთაისში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სცენისა და საახალწლო დეკორაციების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის, აღმაშენებლის სახელობის მოედანზე (გელათის ქუჩა, კოლუმბია-მისურის ქუჩა, ფალიაშვილის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა) საავტომობილო მოძრაობა და პარკირება დროებით შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.